ისრაელმა საავადმყოფოს დაარტყა თეირანში - თვითმხილველები - Reuters-ი
1 მარტს ორმა თვითმხილველმა Reuters-ის სააგენტოს აცნობა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს ირანის დედაქალაქში დაიბომბა საავადმყოფო. სამედიცინო ობიექტი თეირანში, განდის ქუჩის რაიონში მდებარეობს. ცნობით, საავადმყოფო მძიმედ დაზიანდა და იქიდან მიმდინარეობდა პაციენტების ევაკუაცია.