Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პუტინი ახლო აღმოსავლეთში სიმშვიდის აღდგენის მიზნით ირანთან კავშირების გამოყენების წინადადებით გამოდის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ესაუბრა სპარსეთის ყურის ოთხი არაბული სახელმწიფოს ლიდერებს და ირანზე აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შემდეგ, რაც მან დაგმო, ახლო აღმოსავლეთში სიმშვიდის აღდგენის მიზნით, მოსკოვის ირანთან თავისი კავშირების გამოყენება შესთავაზა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, საუდის არაბეთის და
კატარის ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას, პუტინმა 2 მარტს, გააკრიტიკა აშშ-სა და ისრაელის დარტყმები ირანზე, რასაც კრემლმა „არაპროვოცირებული აგრესია“ უწოდა.

მანამდე კრემლმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებს.

სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოები, რომლებიც აშშ-ს ახლო მოკავშირეები არიან, ირანის დრონებისა და სარაკეტო თავდასხმების სამიზნე გახდნენ მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა შაბათს საჰაერო დარტყმებით ფართო ოპერაცია დაიწყეს ირანის წინააღმდეგ.

კრემლის მიერ პუტინისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ლიდერმა შესთავაზა, რომ შუამავლის როლს შეასრულებდა და არაბთა გაერთიანებული საემიროების თავდასხმასთან დაკავშირებულ საჩივარს თეირანს გადასცემდა.

Reuters-ის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს, „ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და პოლიტიკურ და დიპლომატიურ პროცესში დაბრუნების აუცილებლობას“, - დასძინა კრემლმა.

კრემლის ცნობით, რომელსაც სააგენტო ავრცელებს, პუტინისა და კატარის ემირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის სატელეფონო საუბრისას, ორივე ლიდერმა გამოთქვა შეშფოთება კონფლიქტის გაფართოებასთან და მესამე ქვეყნების ჩარევის საფრთხესთან დაკავშირებით. პუტინმა ბაჰრეინის მეფეს, ჰამად ბინ ისა ალ-ხალიფას უთხრა, რომ რუსეთი მზადაა, ყველაფერი გააკეთოს რეგიონში ვითარების მოსაგვარებლად.

კრემლის განცხადებით, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა, პუტინს უთხრა, რომ რუსეთს შეუძლია შეასრულოს როლი ვითარების მოგვარებაში, რადგან მას მეგობრული ურთიერთობები აქვს როგორც ირანთან, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებთან. ცალკე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც ესაუბრა თავის საუდის არაბ კოლეგას.
კვირას პუტინმა დაგმო ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა და მას „ცინიკური“ უწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ და ისრაელი ახლო აღმოსავლეთის „უკონტროლო ესკალაციის უფსკრულში“ ჩაძირვაში დაადანაშაულა.

თუმცა, მოსკოვი ასევე დაინტერესებულია, რომ არ მოხდეს გაუცხოება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რადგან ვაშინგტონი უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებებს შუამავლობს. კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს სურს ამ მოლაპარაკებების გაგრძელება.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები, რომლებიც უნდა დავიცვათ და ჩვენს ინტერესებშია ასევე (უკრაინასთან დაკავშირებით) ამ მოლაპარაკებების გაგრძელება“, - თქვა პესკოვმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *