Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ისრაელმა სახმელეთო ოპერაცია დაიწყო ლიბანის სიღრმეში

ისრაელმა, რომელიც შეერთებულ შტატებთან ერთად განაგრძობს ირანზე დარტყმებს და პარალელურად ლიბანში ბომბავს ირანის მხარდამჭერი, აშშ-ის და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰეზბოლას პოზიციებს, სამხრეთ ლიბანის სიღრმეში გაგზავნა სახმელეთო ძალები.

ისრაელის თავდაცვის არმიამ დღეს, 3 მარტს განაცხადა, რომ ჯარები განათავსეს ისრაელის მიერ ამ რაიონში ადრე გახსნილი ხუთი საგუშაგოს მიღმა, რათა გააძლიერონ თავდაცვა და ისრაელის ჩრდილოეთ რაიონების უსაფრთხოება.

თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის თანახმად, სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალების წინსვლა მიმართულია ისრაელის რაიონებზე „პირდაპირი ცეცხლის“ აღსაკვეთად. კაცის განცხადებით, ისრაელის სასაზღვრო რაიონების დაცვა ლიბანში დამატებით დაკავებული პოზიციებიდან მოხდება.

ისრაელმა ლიბანში ჰეზბოლას პოზიციებზე სარაკეტო დარტყმები მას შემდეგ განაახლა, რაც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას და ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის ლიკვიდაციას ჰეზბოლამ ისრაელზე შეტევის განახლებით უპასუხა. ჰეზბოლა ისრაელს თავს ესხმოდა ღაზის სექტორში ფართომასშტაბიანი ომის პერიოდშიც.

ლიბანის ხელისუფლებამ, რომელიც წლებია ჰეზბოლას განიარაღებას ცდილობს, დაგმო ლიბანზე ისრაელის სარაკეტო დარტყმები. ლიბანის პრეზიდენტმა ჯოზეფ აუნმა განაცხადა, რომ ომის პლატფორმად ლიბანის გამოყენება ქვეყანას საფრთხეს უქმნის.

28 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ირანმა საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში. დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც.ისრაელის და აშშ-ის სამხედრო ოპერაციის პირველ დღეს, 28 თებერვალს მოკლეს ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი და ირანის ხელისუფლების არაერთი სამხედრო მაღალჩინოსანი.ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, თეირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.აშშ-ის თანახმად, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძველი იყო დასკვნა, რომ ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე უარის გარდა, თეირანი ემზადებოდა სარაკეტო დარტყმებისთვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.აიათოლა ხამენეის სიკვდილის შემდეგ ირანი ისრაელს და აშშ-ის სხვა მოკავშირეებს „უძლიერესი" პასუხით დაემუქრა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *