Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელს, I კლასში რეგისტრაციას შეძლებენ ბავშვები, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ

მხოლოდ წელს - 2026-2027 სასწავლო წელს - პირველ კლასში რეგისტრაციას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. ამის შესახებ დღეს, 3 მარტს, განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, გადაწყვეტილების საფუძველია "მშობელთა საუკეთესო ინტერესების" და "მოქალაქეთა აზრის" გათვალისწინება.

"ქართული ოცნების" მთავრობის მიერ დაგეგმილი ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მომდევნო წლებში ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი.

მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, "ეს ინიციატივა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც ითვალისწინებს სასკოლო პროცესში ჩართვისთვის ბავშვის სოციალურ-ემოციურ მზაობასა და მისთვის მინიმალური კომპეტენციებისა და საჭირო უნარების განვითარებას".

"ოცნების" ზოგადი განათლების რეფორმის მიხედვით:

ყველა საჯარო სკოლაში მხოლოდ განათლების სამინისტროს მომზადებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან;სკოლებში მოსწავლეებს მობილური ტელეფონების გამოყენებას აუკრძალავენ, ხოლო პირველ-მეექვსე კლასებში სავალდებულო სასკოლო ფორმები დაბრუნდება;XII კლასი ნებაყოფლობითი გახდება, ხოლო მე-11 კლასი პროფილურ სწავლებას დაეთმობა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *