Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

IAEA ადასტურებს ირანში, ნათანზის ბირთვული ობიექტის ზოგიერთი ნაგებობის დაზიანებას

ირანზე აშშ-ის და ისრაელის დარტყმების (28 თებერვლიდან) შედეგად დაზიანებულია ნათანზის რაიონში მდებარე ბირთვული საწვავის გადამამუშავებელი მიწისქვეშა ქარხნის ზოგიერთი კონსტრუქცია.

ეს ქარხანა მნიშვნელოვნად დაზიანდა ისრაელის და აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ 2025 წლის ივნისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ(IAEA) ახალი სატელიტური ფოტოების საფუძველზე დღეს, 3 მარტს დაადასტურა, რომ დაზიანებულია ობიექტზე შესასვლელი ნაგებობები. სააგენტოს თანახმად, რადიოლოგიური შედეგები მოსალოდნელი არ არის.

IAEA-ს ცნობითვე, უშუალოდ ქარხანაზე, რომელიც სერიოზულად დაზიანდა 2025 წლის ივნისის კონფლიქტის დროს, რაიმე დამატებითი ზემოქმედება აღმოჩენილი არ არის.

ირანის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას, რომელიც 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყო, წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, თეირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.აშშ-ის თანახმად, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძველი იყო დასკვნა, რომ ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე უარის გარდა, თეირანი ემზადებოდა სარაკეტო დარტყმებისთვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 2 მარტს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის მხარდამჭერ ამერიკულ ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანელმა სამხედროებმა და სპეციალისტებმა დაიწყეს ახალი ობიექტების მშენებლობა, მათ შორის მიწისქვეშა ბუნკერების, სადაც ბალისტიკური რაკეტების და ბირთვული იარაღის შემუშავება შეეძლოთ. ნეთანიაჰუს მტკიცებით, ზომები ახლავე რომ არ მიეღოთ, მომავალში ეს შეუძლებელი იქნებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა Fox News-ს განუცხადა, რომ მოლაპარაკებისას ირანს შესთავაზეს საწვავით მომარაგება, რის სანაცვლოდაც ათი წლით უნდა შეეჩერებინა ურანის გამდიდრება, რასაც თეირანი არ დასთანხმდა. უიტკოფის მტკიცებით, მოლაპარაკების დაწყებისას ირანის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ 11 ბირთვული ბომბის შესაქმნელად საკმარისი ურანი აქვთ.

დასავლეთის მედიასაშუალებების ნაწილი წერდა, რომ რომ აშშ-ს ირანზე დარტყმა გადაწყვეტილი ჰქონდა და თეირანთან მოლაპარაკებები მოჩვენებითი და რეგიონში ამერიკული სამხედრო ძალების გაზრდიდან ყურადღების გადატანის მცდელობა იყო, ნაწილი კი აღნიშნავდა, რომ ვაშინგტონს მართლაც სურდა პრობლემის დიპლომატიური გზებით მოგვარება, რაც არ გამოუვიდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *