ირანის რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში შევიდა
ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა აღმოჩენილ იქნა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტა გადაიტაცა და მისი ნეიტრალიზება მოახდინა - იუწყება თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.
უწყების ცნობით, რაკეტამ გადაიარა ერაყის და სირიის საჰაერო სივრცეები. მისი ნამსხვრევები ჩამოვარდა თურქეთის ჰათაის პროვინციაში. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ყველა მხარეს ვაფრთხილებთ აუცილებლობაზე თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებსაც შესაძლოა მოჰყვეს რეგიონში კონფლიქტის კიდევ უფრო გავრცელება" - აცხადებს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.
უწყება დასძენს, რომ თურქეთი მხარს უჭერს რეგიონის სტაბილურობას, თუმცა აქვს უნარი "უზრუნველყოს თავისი ტერიტორიისა და მოქალაქეების უსაფრთხოება, იმისგან დამოუკიდებლად, თუ საიდან მომდინარეობს საფრთხე".
"უფლებას ვიტოვებთ ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ ნებისმიერ მტრულ მიმართებას" - დასძენს სამინისტრო.
28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანის და მისი ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაცია დაიწყეს. ამის პასუხად ირანმა დაიწყო ისრაელის და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზების წინააღმდეგ იერიშები.