რუსეთში კვლავ ბრუნდება საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ინსტიტუტი - გამოსაფხიზლებლები. ხელისუფლება ამ ნაბიჯს ალკოჰოლიზმის ზრდითა და ნასვამ მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაულის მატებით ხსნის. პრობლემის გამწვავებას უკრაინის ომიდან დაბრუნებულთა სოციალური და ფსიქოლოგიური კრიზისიც აძლიერებს.