Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ „ვადამდე“ აუმაღლა - ის ვიცე-პოლკოვნიკი გახდა

2026 წლის 9 მარტიდან, სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკია. მას წოდება მორიგ ჯერზე [მესამედ] „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აუმაღლა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორს მამუკა მდინარაძეს ვადამდე მიენიჭოს, მორიგი უფროსი სპეციალური წოდება“, - წერია ბრძანებაში.
პირველი შემთხვევა არ არის, როცა მამუკა მდინარაძეს ირაკლი კობახიძე სპეციალურ წოდებას ანიჭებს და სტატუსს უმაღლებს. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში ორ დღეში მან ორი სპეციალური წოდება მიიღო.
2025 წლის 25 დეკემბრის ბრძანებით, მამუკა მდინარაძეს ჯერ „სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის“ წოდება მიენიჭა;მეორე დღეს, 26 დეკემბერს კი - „სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის“.„ქართულმა ოცნებამ“ 10 წლის განმავლობაში სუსის უფროსი მეოთხედ შეცვალა. მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე 2025 წლის 3 სექტემბერს დაინიშნა. მის კანდიდატურას მხარი, კენჭისყრაზე 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
მამუკა მდინარაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, ყველა მოწვევის დეპუტატი იყო.
2016 წლის შემდეგ, მდინარაძე ძირითადად “ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერის პოზიციას იკავებდა. გარკვეული პერიოდი იყო ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.


მდინარაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წამყვანი სპიკერი იყო ე.წ. გლობალური ომის პარტიაზე, "დიპ სტეიტსა" და საქართველოს ომში ჩართვაზე. პარლამენტში გამართულ ბრიფინგებზე ხშირად კამათობდა კრიტიკულ მედიასთან, მწვავედ უპირისპირდება „რადიკალურ ოპოზიციას“.
მდინარაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებს დაუპირისპირდა. 2022 წლის ივნისში ის ამბობდა, რომ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა ევროპარლამენტარებს სურთ. მას შემდეგ მისი ბრალდებებიც დამძიმდა და ბრალდების ადრესატთა წრეც გაფართოვდა.
პარლამენტში მოხვედრამდე, მამუკა მდინარაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა გამომძიებლად, ადვოკატად, „ადვოკატთა ალიანსის“ თავმჯდომარედ, „საქართველოს პარაოლიმპიური ფონდის“ პრეზიდენტად; 2014 წელს დააფუძნა (ა)აიპი „სამართლის მონიტორინგის ცენტრი", 2015 წელს კი - შპს „მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატები“.
მამუკა მდინარაძე თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით აირჩიეს. მანამდე სუს-ს ხუთი თვის განმავლობაში ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ექვსი წლის ვადით იყო არჩეული.
1 ოქტომბერს მამუკა მდინარაძემ სუს-ის ახალი უფროსის რანგში პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ პროსახელისუფლებო „იმედს“ მისცა. ინტერვიუს მთავარი ხაზი ოპოზიციური ჯგუფების მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილი „მშვიდობიანი დამხობა“ იყო.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *