Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნატომ სამხრეთ კავკასიაში ახალი სპეციალური წარმომადგენელი, კევინ ჰამილტონი დანიშნა

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კევინ ჰამილტონი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ჩაანაცვლა ესპანელი დიპლომატი, ხავიერ კოლომინა, რომელიც აღნიშნულ პოზიციას 2021 წლიდან იკავებდა.

კევინ ჰამილტონი პარტნიორობის საკითხებში გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეც იქნება.

„ჰამილტონი ზედამხედველობას გაუწევს ნატოს პოლიტიკურ დიალოგსა და თანამშრომლობას პარტნიორ ქვეყნებთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში და ხელს შეუწყობს რეგიონში ნატოსთან პარტნიორობის შემდგომ განვითარებას. ამ თანამდებობას მნიშვნელოვანი როლი აქვს ალიანსის თანამშრომლობის გაძლიერებაში რეგიონულ პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან“, - ნათქვამია საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვინ არის კევინ ჰამილტონი?ნატოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კევინ ჰამილტონი კანადის საგარეო სამსახურის გამოცდილი დიპლომატია. 2023–2026 წლებში თურქეთში კანადის ელჩის თანამდებობას იკავებდა, პარალელურად აკრედიტებული იყო აზერბაიჯანსა და საქართველოშიც. მანამდე იმსახურა ელჩად რუმინეთში, ბულგარეთსა და მოლდოვის რესპუბლიკაში (2016–2020).

2020–2023 წლებში იყო საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის გენერალური დირექტორი Global Affairs Canada-ში. პასუხისმგებელი იყო საერთაშორისო თავდაცვისა და უსაფრთხოების ურთიერთობებზე, ნატოსა და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაზე, ჩრდილოამერიკულ თავდაცვის თანამშრომლობაზე, ინდო–წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების პოლიტიკაზე, იარაღის კონტროლის საკითხებზე...

2013–2016 წლებში ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ ევროპის და ევრაზიის დეპარტამენტს. პასუხისმგებელი იყო კანადის პოლიტიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე 19 ევროპულ და ევრაზიულ ქვეყანაში, დასავლეთ ბალკანეთიდან ცენტრალურ აზიამდე. 2010–2013 წლებში ლიტვაში კანადის საელჩოს ხელმძღვანელობდა, პარალელურად აკრედიტებული იყო ესტონეთსა და ლატვიაში.

ელჩმა ჰამილტონმა მიიღო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში Norman Paterson-ის სკოლიდან Carleton-ის უნივერსიტეტში (ოტავა) და ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტიდან (ვანკუვერი).

ის დაოჯახებულია და ჰყავს ქალ-ვაჟი.

კევინ ჰამილტონს კომენტარი აქვს გაკეთებული „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღებაზე. მისი შეფასებით, ეს კანონი დაბრკოლებაა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე.

„იმედგამაცრუებელი შედეგი გუშინ, საქართველოს პარლამენტში. მმართველი პარტიის კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ქართველები ამ დაბრკოლებას გადალახავენ, მათი ერისთვის დამახასიათებელი სტოიციზმითა და სიმტკიცით“, - დაწერა კევინ ჰამილტონმა 2024 წლის 25 მაისს X-ზე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *