Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სპარსეთის ყურის ქვეყნებმა მკვეთრად შეამცირეს ნავთობის მოპოვება

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა დღე-ღამეში 6-7 მილიონი ბარელით შეამცირეს ნავთობის მოპოვება, ჰორმუზის სრუტის გარშემო შექმნილი კრიზისის გამო - იუწყება სააგენტო Bloomberg-ი, წყაროებზე დაყრდნობით. ამის მიზეზი გახდა ირანის მხრიდან შემოღებული აკრძალვა ხომალდების გადაადგილებაზე ჰორმუზის სრუტეში და ნავთობის საცავების სწრაფი შევსება, თითქმის გაჩერებული ექსპორტის ფონზე.

ჰორმუზის სრუტე არის ერთადერთი საზღვაო მარშრუტი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ნავთობის ექსპორტისთვის. აშშ-სა და ისრაელის მხრიდან ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ირანმა აკრძალა ამ დერეფნის გავლით მოძრაობა. სააგენტო Reuters-ის მონაცემებით, 150-ზე მეტი ტანკერი სრუტესთან ბლოკირებული აღმოჩნდა და ღუზა ღია ზღვაში ჩაუშვა.

კომპანია Saudi Aramco-ს ხელმძღვანელი, ამინ ნასერი გამოდის გაფრთხილებით, რომ ბლოკადის გაგრძელებას შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს მსოფლიოს ეკონომიკისთვის. ნასერის თქმით, შეფერხებები უკვე შეეხო სახომალდო მოძრაობას და დაზღვევას და ამას შესაძლოა "დომინოს ეფექტი" მოჰყვეს ავიაციაში, სოფლის მეურნეობაში და საავტომობილო წარმოებაში. ნასერმა დასძინა, რომ მსოფლიოს ნავთობის მარაგები ხუთი წლის განმავლობაში მინიმალურ ნიშნულზეა და კრიზისმა შესაძლოა მათი ამოწურვა დააჩქაროს.

ამ ფონზე ნავთობის ფასი მკვეთრად იცვლება. 10 მარტს Brent-ი ეცემოდა 6 პროცენტზე მეტით - ბარელზე 92 დოლარამდე, ხოლო ამერიკული WTI დაახლოებით 85 დოლარამდე შემცირდა მას მერე, რაც წინა დღით იზრდებოდა და 100 დოლარზე მეტს მიაღწია.

ჰორმუზის სრუტის კრიზისი ცვლის ნავთობის მსოფლიო ნაკადებსაც. CNN-ის მონაცემებით, ინდოეთზე რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოებული ზეწოლის შემდეგ აშშ-მა დელის ფაქტობრივად ნება დართო გააგრძელოს რუსეთის ნავთობის შესყიდვა. ვაშინგტონმა ერთთვიანი გამონაკლისი დააწესა იმ ნედლეულის შესყიდვაზე, რომლითაც ტანკერები 5 მარტამდე დაიტვირთა - რამაც ინდოეთი შესაძლოა 20-30 მილიონი ბარელი ნავთობით უზრუნველყოს.

როგორც Financial Times-ი აღნიშნავს, ეს გამოიწვევს "დაუყოვნებელ, მაგრამ საკმაოდ შეზღუდულ" შემსუბუქებას ინდოეთის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნებისთვის - რომლებსაც ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდების დეფიციტი შეეხო.

"ეს არის წესებიდან დროებითი გადახვევა - მოკლევადიანი ტაქტიკური ნაბიჯი, რომელიც მიემართება შეფერხებების აღკვეთას და ბაზრების დამშვიდებას, და არა პოლიტიკის ცვლილებას" - ამბობენ S&P Global-ის ანალიტიკოსები.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *