Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გაეროს კომისიამ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების წაყვანას უწოდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული

გაეროს საერთაშორისო კომისიამ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა უკრაინელი ბავშვების გადაყვანას ტერიტორიაზე, რომელსაც არ აკონტროლებს კიევი. ეს ინფორმაცია ტელეარხ "ნასტოიაშჩეე ვრემიას" აცნობა გაეროს დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიამ, რომელიც იძიებს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში ჩადენილ დარღვევებს.

კომისიამ გამოაქვეყნა ახალი ანგარიშიც, რომელშიც დეტალურად აღწერს შარშან ჩატარებული გამოძიების შედეგებს.

უკრაინის მონაცემებით, 2022 წელს იქ მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთმა გაიყვანა 20 ათასამდე უკრაინელი ბავშვი, მათ შორის ობლები და ბავშვთა სხვადასხვა ტიპის დაწესებულებების აღსაზრდელები. ამ დროის განმავლობაში კიევმა შუამავლების მეშვეობით 2 ათასზე ცოტა მეტი ბავშვის დაბრუნება მოახერხა.

კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლება განზრახ და სისტემატიურად არ ასაჯაროებს ინფორმაციას ბავშვების ადგილსამყოფელის შესახებ - მათ ბავშვთა სახლებში ანაწილებენ და მიმღებ ოჯახებში გადაყავთ.

არის შემთხვევები, როცა ბავშვების აყვანას რუსი ოჯახები ცდილობენ, იმის მიუხედავად, რომ უკრაინელ ბავშვებს სამშობლოში ნათესავები ჰყავთ. კომისიის თანახმად, ეს უტოლდება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს - ბავშვთა იძულებით გაუჩინარებას.

ამასთან, უკრაინის და შუამავალი სახელმწიფოების ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთი ამ წლების განმავლობაში აჭიანურებს ბავშვთა რეპატრიაციის პროცესს. გაეროს საერთაშორისო კომისია ამას უწოდებს ომის დანაშაულს.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ გადაადგილებულ უკრაინელ ბავშვებს რუსეთის მოქალაქეობას აძლევენ და მათ მონაცემებს გაშვილების პორტალებზე განათავსებენ.

რუსეთის ხელისუფლება ამ ბრალდებებს უაყრყოფს და აცხადებს, რომ ბავშვების "ევაკუაცია" მოახდინა საომარი მოქმედებებიდან. გაეროს კომისია ამბობს, რომ ომის დროს ევაკუაცია დასაშვებია, მაგრამ ეს უნდა იყოს დროებითი ზომა და ბავშვები სამშობლოში რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ.

2023 წლის გაზაფხულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა ორდერები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრებაზე, უკრაინელი ბავშვების უკანონო გადაადგილებასთან დაკავშირებით.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *