სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ „ვინც არის დემოკრატიის მტერი, ის ვერ ისარგებლებს დემოკრატიის სიკეთეებით“. ასე უპასუხა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანის კითხვას, რომელიც შეეხებოდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მოწოდებას დიალოგის დაწყების შესახებ.