Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ფრანგ სამხედროებში მსხვერპლია ერაყის ქალაქ ერბილის რაიონში დრონით შეტევის შედეგად

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ერთი სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ერაყის ქალაქ ერბილის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის შედეგად.

ერაყის ქურთისტანის ავტონომიის დედაქალაქ ერბილში ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედროები ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით იმყოფებიან. ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, 28 თებერვლიდან ერაყის ამ რეგიონზე დრონებით და რაკეტებით არაერთი შეტევა იყო.საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაღუპული სამხედროს ოჯახს მიუსამძიმრა. მაკრონის განცხადებით, მიუღებელია თავდასხმა ძალებზე, რომლებიც 2015 წლიდან მონაწილეობენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში და ირანში ომი მსგავს თავდასხმებს ვერ გაამართლებს.

საფრანგეთის არმიის ინფორმაციით, 12 მარტს დრონით შეტევის შედეგად დაჭრილია ექვსი ფრანგი სამხედრო, რომლებიც კონტრტერორისტულ მომზადებას ატარებდნენ.

რამდენიმე საათით ადრე ერბილის რაიონში სარაკეტო შეტევა იყო იტალიელი სამხედროების ბაზაზე. იტალიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. წინა დღეებში ერბილის რაიონში დრონებით შეტევა იყო ამერიკულ სამხედრო ობიექტებზეც.

ერაყის ქურთისტანში ირანული დრონებით დარტყმა იყო ნავთობის საბადოზეც, რომელსაც ამერიკული კომპანია HKN Energy მართავს.

2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანესი ჰორმუზის სრუტეც.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *