პატიმრობა შეეფარდათ 19 წლის ნიკა გზირიშვილსა და 18 წლის ნიკა მჭედლიშვილს. მათ ჯგუფური გამოძალვის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის, გავრცელებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდება წაუყენეს. სასამართლო სხდომა ლაგოდეხში გაიმართა.