Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მოსკოვს რეკორდული რაოდენობის დრონებით შეუტიეს

მოსკოვი 2026 წლის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბურ უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) თავდასხმას დაექვემდებარა. დროებითი შეზღუდვები დაწესდა დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის საერთაშორისო აეროპორტებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯამში 280 დრონი იქნა მოგერიებული.
„საჰაერო თავდაცვის ძალებმა (ПВО) გაანადგურეს მინიმუმ 66 უკრაინული დრონი, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ“, - ამის შესახებ Telegram-ის არხზე დაწერა რუსეთის დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა.
მისი თქმით, ყველა ეს დრონი 12 საათზე ნაკლებ დროში ჩამოაგდეს. სააგენტო ТАСС -ის შეფასებით, ეს იყო წლის დასაწყისიდან ყველაზე მასშტაბური შეტევა.
„საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ იმ ადგილებში, სადაც საფრენი აპარატების ნამსხვრევები ჩამოვარდა“, — აღნიშნა სობიანინმა.
როსავიაციის Telegram-არხის ინფორმაციით, დროებითი შეზღუდვები დაწესდა თვითმფრინავების ფრენაზე აეროპორტებში დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის საერთაშორისო აეროპორტებში. დღის განმავლობაში ფრენების შეზღუდვა მოქმედებდა ასევე ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტშიც.
რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული Telegram-არხ Mash-ის ცნობით, დრონები შენიშნეს მოსკოვის ტროიცკის ადმინისტრაციული ოლქის ტერიტორიაზე. მოსკოვის ოლქის ქალაქ კოროლიოვში ადგილობრივმა მცხოვრებმა დაინახა, როგორ ჩამოაგდეს მისგან დაახლოებით 200 მეტრში უკრაინული დრონი.


მოსკოვის ცენტრალური წრიული გზის მიდამოებში კიდევ ორი დრონი გაანადგურეს. აფეთქებების ხმა ისმოდა კრასნოპახორსკის რაიონში, ასევე ქალაქებში დვუბნასა და ვოლოკალამსკში.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ Telegram-ში განაცხადა, რომ გაანადგურეს მოსკოვისკენ გაშვებული 47 დრონი.
სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვის დროით 11:00-21:00 საათამდე პერიოდში რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჯამში 280 უკრაინული დრონი მოიგერია რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ბრიანსკში, კალუგაში, ბელგოროში, ტვერში, კურსკში, კრასნოდარსა და მოსკოვში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *