Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჰოსპიტალიზებულია

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჰოსპიტალიზებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

საქართველოს საპატრიარქომ 17 მარტს დილით განაცხადა, რომ „ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური".

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლისაა.ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის თანახმად, ვითარება მარტივი არ არის. მისი კომენტარი პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა” გაავრცელა.

ამავე ტელეარხის მიერ 17 მარტს, დილით გავრცელებული კადრების მიხედვით, კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი გადაიყვანეს, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე.

„იმედმა” გაავრცელა კლინიკის ექიმის კომენტარიც, რომ „პაციენტი შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურები. მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში. მდგომარეობა საყურადღებოა, ჰემოდინამიკა არასტაბილური“.

მინისტრ მიხეილ სარჯველაძის თანახმად, „ასაკის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ვითარება მარტივი ნამდვილად არ არის“. სარჯველაძის ინფორმაციით, პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მიმდინარეობს ყველა საჭირო ზომის მიღება, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პარამეტრი.

ილია მეორე(ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია 1977 წლიდან.2017 წლის 23 ნოემბერს ილია მეორემ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაადგინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *