Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ირანმა ალი ლარიჯანის ლიკვიდაციის შესახებ ცნობებს მისი ხელნაწერი ტექსტის გამოქვეყნებით უპასუხა

ისრაელმა დღეს, 17 მარტს განაცხადა, რომ ლიკვიდირებულია ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი. თეირანს ეს ცნობა არ დაუდასტურებია.

ალი ლარიჯანი ისლამურ რესპუბლიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა.

17 მარტს ჯერ ისრაელის და დასავლეთის მედიასაშუალებებმა, მათ შორის The Times of Israel-მა, CNN-მა და BBC-მ ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ გასულ ღამით ირანზე ისრაელის დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე ალი ლარიჯანი იყო.

მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ალი ლარიჯანი მოკლულია.

ამ ცნობების ფონზე ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ლარიჯანის ხელნაწერი ტექსტი, რომელიც ეხება ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დაღუპული მეომრების დაკრძალვას და 17 მარტითაა დათარიღებული.

ტექსტი გამოქვეყნდა სოციალურ ქსელ X-ში ლარიჯანის ოფიციალურ გვერდზეც.

2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეს დაიღუპა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების არაერთი მაღალჩინოსანი.აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. ირანმა ფაქტობრივად, დაბლოკა ნავთობისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი მარშრუტიც - ჰორმუზის სრუტე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *