Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ჟურნალისტმა გურამ როგავამ ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა

ჟურნალისტმა გურამ როგავამ, რომელიც 2024 წლის ბოლოს, პროევროპული აქციების დროს, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა და მძიმე დაზიანებები მიიღო, 19 მარტს, სიტყვით მიმართა ევროპარლამენტს, ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის სხდომაზე.

ბრიუსელთან ონლაინ ჩართვაში, ჟურნალისტმა მხარდაჭერისკენ მოუწოდა ევროპარლამენტარებს და შეახსენა, რომ დღეს, მათი მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტების, მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მიმართ საქართველოში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

„ყოველთვის მჯეროდა, რომ ჟურნალისტიკის როლი ძალიან მნიშვნელოვანია... სიმართლის ჩვენება, მაშინაც კი, როცა ის ხელისუფლებაში მყოფთათვის არასასიამოვნოა.

მაგრამ დღეს, საქართველოში, ამ საქმის კეთება უკიდურესად სახიფათო გახდა. ჩემი შემთხვევა უკვე საერთაშორისო დონეზე გამოიყენება, როგორც საქართველოში ჟურნალისტებზე ძალადობის მაგალითი“.

გურამ როგავამ ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ პროევროპული აქციებისას ნაცემი და უფლებადარღვეული 70-მდე ჟურნალისტის საქმეები დღემდე არ გამოძიებულა:

„ექიმები ამბობენ, რომ სასწაულია, საერთოდ ცოცხალი რომ დავრჩი... ფორმალურად, მე მაქვს დაზარალებულის სტატუსი, მაგრამ, რეალურად, ეს არაფერს ნიშნავს. მოვითხოვე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. მითხრეს, რომ ასობით კამერას ერთდროულად შეექმნა ტექნიკური პრობლემა. თქვენ გჯერათ ამის? დარწმუნებული ვარ, პოლიციელები ბრძანებებს „ქართული ოცნებისგან“ იღებდნენ.

ჩემი ისტორია არ არის უნიკალური. იმ საპროტესტო აქციების დროს 70-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, დააკავეს ან მუშაობაში ხელი შეუშალეს. ეს შემთხვევითი ძალადობა არ არის. ეს არის გზავნილი ჩვენთვის, ქართველი ჟურნალისტებისთვის: თუ რეალობას ვაჩვენებთ, საკუთარ ქვეყანაში უსაფრთხოდ ვეღარ ვიქნებით“.

ევროპარლამენტს, ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის სხდომაზე, 19 მარტს, სიტყვით მიმართა თინათინ ახვლედიანმაც, ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (CEPS) მკვლევარმა.

თავის სიტყვაში მან ყურადღება გაამახვილა “ქართული ოცნების” მიერ, ბოლო პერიოდში მიღებული კანონების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს კანონები არღვევს ადამიანის, გამოხატვის, შეკრების, თანასწორობის უფლებებს:

“მშვიდობიან მომიტინგეებს ძალადობრივად უპირისპირდებიან, ადამიანებს აპატიმრებენ მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებისთვის. პოლიტიკური პლურალიზმი სამიზნედ იქცა. ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა ციხეში რჩება. პოლიტიკური დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მაგალითები იზრდება. სასამართლო სისტემა აღარ არის დამოუკიდებელი, ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო პროცესები არ არსებობს”, - თქვა თინათინ ახვლედიანმა.

მან ევროკავშირს კიდევ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა:

“ევროკავშირს, ბელორუსსა და სხვა ქვეყნებში სახელმწიფოს მიტაცების პირობებში, საზოგადოებების მხარდაჭერის გამოცდილება აქვს და ახლა ეს გამოცდილება საქართველოს დემოკრატიის ხერხემლის, სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად უნდა გამოიყენოს. და ევროკავშირმა ეს სწრაფად უნდა გააკეთოს. ვფიქრობ, საკმარისად ველოდით. ევროკავშირმა უნდა განაგრძოს მთავრობასა და ხალხს შორის მკაფიო ზღვრის გავლება”.

თინათინ ახვლედიანი აღნიშნავს, რომ დღეს, საქართველოში მიმდინარე პროცესები მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქვეყანას, საქართველოს არ ეხება და ის ევროკავშირის გაფართოების ხედვის ნაწილია:

“საქართველოში ხალხი კვლავაც პროევროპულია, ისინი ქუჩებში იცავენ დემოკრატიულ ღირებულებებს ძალიან მაღალი რისკის ფასად. ჩვენ ვნახეთ ძალადობა. ქართველი ხალხი არ იმსახურებს დავიწყებას და საქართველო არ უნდა დაივიწყონ. რადგან, ბოლოს და ბოლოს, საქმე მხოლოდ საქართველოს არ ეხება. საქმე იმ ღირებულებების დაცვას ეხება, რომლებზეც ევროკავშირია აგებული. საქმე ევროკავშირის გაფართოების ხედვას ეხება”.

19 მარტს, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შესწავლილ იქნას საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებული უახლესი მოვლენები, კერძოდ, პროევროპული აქციებისას დაკავებული პატიმრების მდგომარეობა, სასამართლო სისტემისა და მედიის დამოუკიდებლობის წინაშე არსებული გამოწვევები.

გასულ კვირაში, 12 მარტს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატიმრობიდან გაათავისუფლოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია.

რეზოლუცია „მკაცრად გმობს ოპოზიციისა და აქტივისტების დევნას“ და მოითხოვს ელენე ხოშტარიას და სხვა დაკავებულთა „დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას“.

ევროპარლამენტი ამავე რეზოლუციით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „გააუქმოს შემზღუდავი კანონები“.

ევროპარლამენტი „დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ეროვნული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების ბრალდებების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს“.

ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს „დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ სანდო ცნობების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას".

ამ რეზოლუციით ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, დააწესონ მიზნობრივი ფინანსური სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *