Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პესკოვი: უკრაინასთან მოლაპარაკებებში „სიტუაციური პაუზაა“

კრემლში არ იციან, როდის განახლდება რუსეთი-აშშ-უკრაინის მოლაპარაკება ომის დასრულების პირობებზე. სამმხრივი მოლაპარაკებები შეჩერებულია ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მოსკოვში დღეს, 19 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „გასაგები მიზეზების“ გამო მოლაპარაკებებში „სიტუაციური პაუზაა“.

პესკოვის თქმით, იმედი აქვთ, რომ პაუზა შეწყდება და მოლაპარაკებები განახლდება მას შემდეგ, რაც შეთანხმდება ყველა მხარის, უპირველეს ყოვლისა, ამერიკელი შუამავლების გრაფიკები და ისინი შეძლებენ „უკრაინის საქმეებისთვის“ მეტი ყურადღების დათმობას.

უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა 23-24 იანვარს და 4-5 თებერვალს, ხოლო მესამე - 17-18 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.მოლაპარაკების გაგრძელება მარტის დასაწყისში იგეგმებოდა, თუმცა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო მორიგი რაუნდის თარიღი გაურკვეველია.უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შიშობს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას უკრაინაზე უარყოფითი გავლენა ექნება.

„არასასიკეთო წინათგრძნობა მაქვს უკრაინაში სიტუაციაზე ამ ომის ზეგავლენის შესახებ“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ 17 მარტს ბრიტანულ მაუწყებელ BBC-სთან ინტერვიუში.

ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციას, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობს, ამერიკულ მხარესთან ყოველდღიური კონტაქტი აქვს, თუმცა სამმხრივი მოლაპარაკებების გაგრძელების თარიღი ჯერჯერობით გაურკვეველია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *