სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, თუკი სომხეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური ძალები მოიპოვებენ გამარჯვებას, ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ფაშინიანის თქმით, მისი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას შეეცდება.