Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ირანში მოკლულია „გუშაგთა კორპუსის“ წარმომადგენელი, გენერალი ნაინი

აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ირანში მოკლულია კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, ბრიგადის გენერალი ალი მოჰამად ნაინი. ის ირანის შეიარაღებული ძალების ელიტურ ნაწილად მიჩნეული, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიციალური წარმომადგენელი იყო და ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობებს.

„გუშაგთა კორპუსმა“ დღეს, 20 მარტს განაცხადა, რომ ალი მოჰამად ნაინი აშშ-ისრაელის „ლაჩრული ტერორისტული თავდასხმის“ შედეგად დაიღუპა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს არ დაუკონკრეტებია, სად და რა გარემოებებში დაიღუპა გენერალი ნაინი.

ისრაელის თავდაცვის არმიამ, რომელმაც სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა ნაინის ლიკვიდაციის შესახებ, მას ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსის „მთავარი პროპაგანდისტი“ უწოდა.

2026 წლის 28 თებერვალს, აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეს მოკლეს ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.ლიკვიდირებულია ათეულობით ირანელი მაღალჩინოსანი, მათ შორის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ალი ლარიჯანი.ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყებას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე საწვავის გაძვირება გამოიწვია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *