Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

Politico: კრემლმა აშშ-ს გარიგება შესთავაზა ირანთან სადაზვერვო მონაცემების გაცვლის საკითხზე

მოსკოვმა აშშ-ს შესთავაზა გარიგება, რომლის თანახმადაც კრემლი შეწყვეტს ირანისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას - მაგალითად ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტების ზუსტი კოორდინატების - თუ ვაშინგტონი შეაჩერებს უკრაინის მომარაგებას რუსეთის შესახებ სადაზვერვო ცნობებით. ამ ინფორმაციას ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს გამოცემა Politico.

გამოცემა წერს, რომ ეს პირები იცნობენ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებს. მათი თქმით, ამ შეთავაზებით რუსეთის წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა მიმართა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფთს და ჯარედ კუშნერს, გასულ კვირაში მაიამიში გამართულ შეხვედრაზე.

წყაროთა თქმით, აშშ-მა ეს წინადადება უარყო.

თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ასეთი წინადადების არსებობაც კი შეშფოთებას იწვევს ევროპელ დიპლომატებში, რომლებიც შიშობენ, რომ მოსკოვს უთანხმოების გამოწვევა სურს ევროპასა და აშშ-ის შორის, ამ, ისედაც დაძაბულ მომენტში ტრანსატლანტიკური კავშირებისთვის.

Politico წერს, რომ თეთრმა სახლმა ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა. კომენტარის შესახებ თხოვნას არ უპასუხა არც ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, Politico-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას პარასკევს საღამოს გამოეხმაურა კირილ დმიტრიევი - მისი თქმით, სადაზვერვო მონაცემების შესახებ ცნობა არ შეესაბამება სინამდვილეს. "ფეიკი" - წერს დმიტრიევი პლატფორმაზე Х.

გამოცემა Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით მანამდე წერდა, რომ რუსეთი აფართოებს სადაზვერვო მასალების გაცვლას და სამხედრო თანამშრომლობას ირანთან - მას აწვდის თანამგზავრის სურათებს, ასევე დრონების დახვეწილ ტექნოლოგიებს, რათა თეირანმა რეგიონში ამერიკის ბაზებზე შესძლოს დარტყმების განხორციელება. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი, ამ პუბლიკაციის პასუხად ლაპარაკობდა ყალბი ინფორმაციის სიუხვეზე.

მარტში, კიდევ უფრო ადრე გამოცემა The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის მხარდაჭერა ირანს დაეხმარა იერიშების მიტანაში ამერიკის სარადარო სისტემებზე, ახლო აღმოსავლეთში.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 17 მარტს, ლონდონში, პარლამენტში გამოსვლისას გაკეთებული განცხადებით, კიევს აქვს "მკაფიო დამადასტურებელი მასალები, რომ 'შაჰედის' ტიპის ირანის დრონები - რომლებსაც ახლო აღმოსავლეთში იყენებენ - რუსულ კომპონენტებს შეიცავს".

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა უარი თქვეს საჯარო განცხადების გაკეთებაზე, რუსეთის მიერ ირანისთვის დარტყმების განხორციელების მიზნით ინფორმაციის გადაცემის საკითხზე. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აღნიშნავდა, რომ არ ფლობს მასალებს რუსეთის მიერ ირანის მხარდაჭერის თაობაზე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *