Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დანიის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მმართველმა კოალიციამ მიიღო

დანიის პარლამენტის ვადამდელი არჩევნების შედეგად ყველაზე მეტი, ხმების 21,9% პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო, თუმცა წინა არჩევნებთან შედარებით ათზე მეტი მანდატი დაკარგა.

მმართველმა კოალიციამ, რომელშიც სოციალ-დემოკრატებთან ერთად არიან მემარჯვენე-ლიბერალური პარტია „ვენსტრე“ და ლიბერალური პარტია „ზომიერები“, საერთო ჯამში მოიპოვა პარლამენტის 179-დან 84 მანდატი, თუმცა ამ კოალიციის შენარჩუნება ეჭვქვეშ დგას.

მმართველ კოალიციას წინა არჩევნების შედეგად 85 მანდატი ჰქონდა და მთავრობის ფორმირება, რისთვისაც სულ მცირე 90 მანდატია საჭირო, ოთხი რეგიონული პარტიისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერით შეძლო.სოციალ-დემოკრატმა მეტე ფრედერიკსენმა, რომელიც დანიის პრემიერ-მინისტრია 2019 წლის ივნისიდან, 25 მარტს განაცხადა, რომ მზად არის პრემიერად დარჩეს, თუმცა მთავრობის ფორმირება იოლი არ იქნება.

პრემიერის პოსტზე მეტე ფრედერიკსენის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია თავდაცვის მინისტრი ტროელს ლუნდ პოულსენი („ვენსტრე"). მან უკვე განაცხადა, რომ სოციალ-დემოკრატებთან ერთად კოალიციურ მთავრობაში შესვლას აღარ აპირებენ.

24 მარტს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად 77 ადგილი მოიპოვა ოპოზიციურმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა ბლოკმა. დანარჩენი მანდატები რამდენიმე პარტიაზე განაწილდა.

უახლოეს ხანში დანიაში დაიწყება მოლაპარაკებები კოალიციური მთავრობის შესაქმნელად.

დანიაში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო არა უგვიანეს 2026 წლის 31 ოქტომბრისა, თუმცა თებერვლის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა გამოაცხადა, რომ არჩევნები მარტში გაიმართება.

ამ გადაწყვეტილების ფონი იყო დაძაბული ურთიერთობა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელიც დანიის კუნძულ გრენლანდიის გადაცემას მოითხოვდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ფრედერიკსენმა საპარლამენტო არჩევნების ადრე ჩატარება გადაწყვიტა, რათა ესარგებლა ტრამპის მუქარის ფონზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაზრდილი პოპულარობით, რომელსაც 2026 წლის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებდა.

მას შემდეგ, რაც 24 მარტის არჩევნების შედეგად სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ წინა არჩევნებთან შედარებით ნაკლები ხმები მიიღო, პრემიერ-მინისტრმა ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ პოზიციების დაკარგვას ელოდებოდნენ.

როგორც Reuters-ი წერს, დანიაში ბევრი ამომრჩეველი უკმაყოფილოა იმით, რომ მეტე ფრედერიკსენი, მათი შეფასებით, გადაჭარბებულ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო საკითხებს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალური იყო შიდა პოლიტიკის თემები, მათ შორის გადასახადები, ფასები და მიგრაცია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *