საქალაქო სასამართლოში ყოველ დღე საათობით გრძელდება ჯგუფური ძალადობის იმ მრავალეპიზოდიანი საქმის განხილვა, რომელიც 28 წლის მასწავლებელზე, გიგა ავალიანზე თავდასხმასაც ეხება. დაზარალებულის უფლებით ისარგებლა გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ და სასამართლოს სიტყვით მიმართა.