Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

“თავისუფლება ელენეს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს” - თბილისში შაბათის მარში გაიმართა

“თავისუფლება ელენეს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს” - თბილისში ტრადიციული შაბათის მარში გაიმართა. საქართველოს კათოლისკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, წინა შაბათისთვის დაგეგმილი მარში გადაიდო; თუმცა გრძელდებოდა უწყვეტი პროტესტი, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ.

28 მარტს, უწყვეტი აქციების 486-ე დღეს, მარშის მონაწილეებმა გზა ფილარმონიიდან, რუსთაველის გამზირის გავლით, პარლამენტის შენობისკენ მუსიკისა და ტრადიციული დასარტყმელი ინსტრუმენტების გარეშე გაიარეს.

მარშს წინ მიუძღოდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული, სინდისის პატიმრებად მიჩნეული ადამიანების ოჯახის წევრები.

აქცია-მარშის მონაწილეებს დაკავებული ჰქონდათ საავტომობილო გზის ნაწილი.

28 მარტის აქცია უპირატესად ეძღვნებოდა ოპოზიციური პარტიის "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომელსაც, თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით, 24 მარტს, მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

უკვე ექვსი თვეა, ელენე ხოშტარია საპატიმროშია. ის 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც, წინა დღით, მელიქიშვილის გამზირზე, თბილისის მერობის მაშინდელი კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე მარკერით დააწერა - "რუსული ოცნება".

უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ შემდეგ ნაბიჯის გადადგმას [გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება] დღის წესრიგიდან ხსნის, 2028 წლის ბოლომდე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *