Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

იარაღის და საბრძოლო მასალის საზღვარზე უკანონოდ გადატანისთვის ირანის და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

ვალეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის-ტარების, გასაღების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად გადაზიდვის ბრალდებით ირანის 3 მოქალაქე დააკვეს. თბილისში კი ამავე ბრალდებით - საქართველოს 3 მოქალაქე.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, რომლის თანახმად,  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლი ვალეს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის-ტარების, გასაღების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად გადაზიდვის ბრალდებით 6 პირი: ირანის ისლამური რესპუბლიკის 3 მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული ტოჰიდ ე, 1971 წელს დაბადებული ნაჰარინ მოჰჰამად ა, 1959 წელს დაბადებული სეიედ რაზავი მირ ქ. და საქართველოს 3 მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული ცოტნე პ, 1990 წელს დაბადებული ნიკა ბ. და 1957 წელს დაბადებული ალექსანდრე ა. დააკავეს. სამართალდფამცველებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტში საზღვარზე გადასვლისას, ხოლო საქართველოს მოქალაქეები თბილისში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ირანის მოქალაქეები: ტოჰიდ ე. ნაჰარინ მოჰჰამად ა. და სეიედ რაზავი მირ ქ. საქართველოს მოქალაქეების: ცოტნე პ-ს, ნიკა ბ-ს და ალექსანდრე ა-ს. დახმარებით საქართველოში ყიდულობდნენ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას და შემდგომი რეალიზაციის მიზნით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაჰქონდათ. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული პირები უკანონო იარაღის საქართველოში შეძენას და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რეალიზაციას პერიოდულად აწარმოებდნენ.

"სამართალდამცველებმა ტოჰიდ ე-ს დროებითი საცხოვრებელი ბინისა და კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 520 საბრძოლო ვაზნა, ნაჰარინ მოჰამად ა-ს და სეიედ რაზავი მირ ქ-ს მართვის ქვეშ მყოფი ირანის რესპუბლიკის კუთვნილი ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის კუთვნილი ავტობუსის ჩხრეკისას 200 საბრძოლო ვაზნა და "ჩე-ზე 500"-ის მოდელის შაშხანა, ხოლო ალექსანდრე ა-ს საცხოვრებელი ბინებისა და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს 51 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია," - ნათქვამია განცხადებაში. 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის-ტარების, გასაღების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *