"ქართული პროკურატურა დამსჯელ უწყებად იქცა" - ირაკლი ჩიქოვანი
ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, ირაკლი ჩიქოვანი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოში მიმდინარე გახმაურებული საქმეების მოხვედრის თემას აფასებს და ამბობს, რომ ანგარიშში სერიოზული დასკვნებია წარმოდგენილი.
„სახიფათო და საშიში დასკვნა არის ის, რომ საქართველოში პროკურატურა არის ქცეული არა სამართლის მაძიებელ უწყებად, არამედ დამსჯელ უწყებად. სამწუხარო რეალობა ასეთია,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა კურიერში საუბრისას.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში ე.წ. კაბელების საქმეც მოხვდა.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, თავისუფალი დემოკრატები ელოდებიან სასამართლო პროცესის დასრულებას, რომლის შემდეგაც მოითხოვენ, "დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც შეთითხნა ეს ბრალდებები“.