Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ოპოზიცია "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონის კენჭისყრას პროტესტის ნიშნად არ დასწრებია

78 ხმით ერთის წინააღმდეგ - "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილები პირველი მოსმენით მიღებულია.

საუბარია უწყებიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფაზე. კერძოდ, პროექტით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება.

ცვლილებას არ ეთანხმება ოპოზიცია, რის გამოც რიგგარეშე სხდომას პროტესტის ნიშნად ოპოზიციონერი დეპუტატები არ ესწრებიან.

ნაციონალურმა მოძრაობამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს კანონის კენჭისყრის გადადება მოსთხოვეს.

„მიუხედავად იმისა, რომ კარგად ესმით, ასეთი 4 ორგანიზაცია არ გაგიჟებულა და ერთხმად არ გვეუბნება იმას, რომ ხალხო ნუ გააკეთებთ ამას, თქვენს ქვეყანას ნუ უღალატებთ და თქვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯს ნუ გადადგამთო. მაგრამ ამ ყველაფერს ჯაბნის ერთი ადამიანის, რომელიც შუშის სასახლეში არის გამოკეტილი და არაფორმალურად მართავს ამ ქვეყანას, ინტერესი, მისი აზრი და მისი ახირება,“ - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ბარამიძე.

პრეზიდენტი კანონზე ვეტოს დადებას აპირებს.  მმართველი გუნდი კი ვეტოს დაძლევისთვის მზადყოფნას აცხადებს.  

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *