ახალი ბრალი კეზერაშვილის წინააღმდეგ-ადვოკატი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს
კიდევ ერთი საქმე დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ-თავდაცვის ყოფილ მინისტრს ამჯერად ბრალი ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე წარედგინა.
საუბარია ფოთის პორტში გადაზიდვების ბიზნესზე, რომელიც მამა-შვილ ნიჟარაძეებს ეკუთვნოდათ.
გამოძიების და თავად ბიზნესმენის ინფორმაციით თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ნიჟარაძეებს წილები იძულებით ჩამოართვა.
დავით კეზერაშვილის ადვოკატი შოთა მინდელი აცხადებს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და პროკურატურის ბრალი მხოლოდ დაინტერესებული მხარის ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძისა და მისი ოჯახის წევრების მონაყოლს ეყრდნობა. მინდელი ფიქრობს, რომ კეზერაშვილს პოლიტიკური მოტივით დევნიან.
კითხვები კი პროკურატურასთან არა მხოლოდ კეზერაშვილის ადვოკატს, არამედ იმ ერთ–ერთი კომპანიის მფლობელსაც აქვს, რომელიც წართმეული ქონების სიაში ფიგურირებს.
პროკურატურში არ გამორიცხავენ, რომ დავით კეზერაშვილთან ერთად, ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძის საქმეზე შესაძლოა ბრალი ყოფილ მაღალჩინოსნებსაც წაუყენონ.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე