თურქმენეთსა და საქართველოს შორის 7 შეთანხმება გაფორმდა
თურქმენეთსა და საქართველოს შორის 7 შეთანხმება გაფორმდა. ხელშეკრულებებს ხელი საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მოეწერა.
მანამდე საქართველოს და თურქმენეთის პრეზიდენტებმა აღნიშნული ხელშეკრულებების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება.
ჩვენი შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი დაეთმო საქართველოსა და თურქმენეთს შორის მიმდინარე ინტენსიური თანამშრომლობების გაღრმავებას რიგი მიმართულებებით. განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას ეკონომიკური განვითარების კუთხით. ამ თვალსაზრისით ჩვენი ერთობლივი სტრატეგიული ხედვები აბსოლუტურად თანხვედრია.
თურქმენეთი ძალიან სწორად და სტრატეგიულად ხედავს თავისი ქვეყნის განვითარებას, თანამშრომლობას საქართველოსთან და ეს თანამშრომლობა არის მომგებიანი არამარტო საქართველოსა და თურქმენეთისთვის, არამედ რეგიონისთვის და უფრო გლობალურად, ევრაზიული რეგიონის მრავალი ქვეყნისათვის. ჩვენი ერთობლივი სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტები და მათი ხედვები იძლევა შესაძლებლობას თურქმენეთის ჭარბი ენერგეტიკული რესურსის ტრანსპორტირებისა ევროპის ბაზრებზე, თურქმენეთში არსებული სხვა რესურსებიის ტრანსპორტირების და ამ თანამშრომლობაში ერთვება არაერთი ქვეყანა,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველო და თურქმენეთი ძალიან ეფექტურად თანამშრომლობენ საერთაშორისო არენაზე და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება.