Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სუპერთასის 6 ბილეთი ათას 300 დოლარად, უცხოელებისთვის უფრო ძვირად - ინტერნეტში ბილეთების გადამყიდველები გამოჩნდნენ

სუპერთასის 6 ბილეთი ათას 300 დოლარად უცხოელებისთვის კი უფრო ძვირად-4 ათასზე მეტი გაყიდული ბილეთის შემდეგ ქართულ ინტერნეტ სივრცეში ბილეთების გადაყიდვა დაიწყო. 

ერთი ბილეთის ფასი 300 დოლარიდან იწყება, 6-ივეს ყიდვის შემთხვევაში კი ქართველებისთვის ფასდაკლება მოქმედებს და ათას 300 დოლარად არის შესაძლებელი. 

ერთ-ერთი პიროვნება რომელიც ბილეთებს ინტერნეტში ყიდის ამბობს, რომ მან 10 ბილეთი ერთი შესვლით და სხვადასხვა პირადობის მოწმობით შეიძინა. ბილეთების მისგან შეძენის შემთხვევაში კი ამბობს, რომ სტადიონზე ერთად შეხვალთ და პრობლემა არ შეიქმნება. 

"6 მაქვს გასაყიდი სულ თუ იყიდი ათას 300 $-ად მოგცემ ათას 200-იანი მყავს უკვე. წინააღმდეგი ვარ გადაყიდვების, მაგრამ 10 ბილეთი უცებ ვიყიდეთ, არც კი გვეგონა, რომ შევიდოდით, მერე სახელფასო კარტა გვქონდა ბარემ ვიყიდოთო და უბანში თუ ვინმეს მოუნდებოდა მივცემდით, მერე ოთხს დასჭირდა და 6 დაგვრჩა ისე. უცხოელს შეიძლება არც დავუკლო და უფრო ძვირადაც მივყიდო,"- აცხადებს საუბარში პირი, რომელიც ბილეთებს ყიდის. 

აღნიშნული პირის განცახდებას, რომ ერთი შესვლით 10 ბილეთი სხვადასხვა პირადობის მოწმობით შეიძინა biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორი არ ეთანხმება. 

გიორგი ჩხიკვიშვილი ამბობს, რომ ერთ მომხმარებელს მხოლოდ 4 ბილეთის შეძენა შეეძლო. 

"არ შეეძლო იმის გამო, რომ ყიდვის შემდეგ როცა  მომხარებელი გადადის ბილეთზე ამის შემდეგ ხდებოდა მომხმარებლის რიგიდან ამოვარდნა. ანუ თავიდან უნდა დაეკავებინა რიგი არ ვიცი შეიძლება მომხმარებელი ამბობს, მაგრამ ეგრეა თუ არა მეორე საკითხია. ბილეთი როგორც გამოჩნდება სისტემაში სპეციალური გადამრთველი ირთვება და ნებისმიერი შემდეგი გვერდის ჩატვირთვისას ვარდება მომხმარებელი და გადადის რიგის ბოლოში,"-აცხადებს biletebi.ge -ს ტექნიკური დირექტორი გიორგი ჩხიკვიშვილი. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *