Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გაჩნდა საკმაოდ ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს კადრები გავრცელებულია თავად უშიშროების სამსახურის მიერ - დავით ზურაბიშვილი

"საზოგადოებაში გაჩნდა საკმაოდ ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს კადრები გავრცელებულია თავად უშიშროების სამსახურის მიერ  და წარმოადგენს ერთგვარ პასუხს  NDI-ის კვლევების პუბლიკაციაზე," - ასე ეხმაურება ფეისბუკის საკუთარ გვერდზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, დავით ზურაბიშვილი. 

პოსტის დასაწყისში ის საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ამ კადრებს ნუ ავრცელებენ. შემდეგ აღნიშნავს, რომ  "ეს ის კასრიდან ამოღებული ცნობილი კადრებია, ადრე რომ აჩვენეს ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს და მერე ოფიციალურად გაანადგურეს".

"აქედან გამომდინარე, ველოდები, რომ შსს დაიწყებს გამოძიებას, თუ საიდან მოხვდა ეს კადრები არცთუ ცნობილ უკრაინულ საიტზე," - წერს ზურაბიშვილი. 

ამასთამ, ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ "ეს გამოძიება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საზოგადოებაში გაჩნდა საკმაოდ ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს კადრები გავრცელებულია თავად უშიშროების სამსახურის მიერ და წარმოადგენს ერთგვარ პასუხს ენდიაის კვლევების პუბლიკაციაზე".

"ვფიქრობ, ხელისუფლება ვალდებულია როგორც პოლიტიკურად, ისე წმინდა მორალურადაც, დამაჯერებელი პასუხი გასცეს ამ კითხვაზე," - აღნიშნავს ზურაბიშვილი და დასძენს, რომ "ასეთი მეთოდებით პოლიტიკური ოპონენტისადმი სიძულვილის გაღვივება (ვინც არ უნდა იყოს ის ოპონენტი) არის ყოვლად სამარცხვინო, მდაბალი და ნებისმიერი ხელისუფლებისთვის უკადრისი საქციელი. ამიტომაცაა ვალდებული ხელისუფლება პასუხი გასცეს ბრალდებას. დამაჯერებელი და სარწმუნო პასუხი".

ამასთან, ზურაბიშვილი ასევე ითხოვს, რომ "პროკურატურამ და შსს-მ აუცილებლად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია იმის შესახებ, არიან თუ არა დასჯილი ის ჯალათები, ვინც ფიგურირებენ ამ ჩანაწერში".

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *