Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მინისტრთა კაბინეტის წევრები NDI-ის კვლევის შედეგებს "დემოკრატიული ხარისხის გაზრდას" უკავშირებენ

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 61%-თვის მისაღები. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2012 წლის შემდეგ. მომატებულია მათი რაოდენობაც, ვისთვისაც ეს მიზანი მიუღებელია. ასე გამოკითხულთა 21% ფიქრობს.

მინისტრთა კაბინეტის წევრები შედეგებს "დემოკრატიული ხარისხის გაზრდას" უკავშირებენ, რომლის თანახმადაც "საქართველოს მოქალაქეები უფრო ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციებს".

„საქართველოში ისეთი დემოკრატიული სივრცე შეიქმნა, რომ ადამიანებს საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირების აღარ ეშინიათ და ჩრდილიდან გამოვიდნენ. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, რომ ყველა ევროპული ძალების კონსოლიდაცია მოახდინოს, რათა ცალსახად და მკაფიოდ შეახსენოს საზოგადოებას, რომ ჩვენ უკვე ვიყავით ამ სივრცეებში, სადაც რუსეთი იყო დომინანტი, მაგრამ რაც მივიღეთ, ვნახეთ,“ - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

კულტურის მინისტრი კი დარწმუნებულია, რომ მოსახელობის უმრავლესობა ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერია და, NDI-ის კვლევის შედეგების მიუხედავად, პოზიციები ამ მხრივ შეცვლილი არ არის.

ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ NDI-ის კვლევის შედეგები ხელისუფლების ბოლო 3-წლიანი მმართველობის შედეგია.

ამის შესახებ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, აკეთებს.

„საზოგადოების დიდი ნაწილი მკაფიოდ ხედავს, რომ მთავარი საფრთხე რუსეთია და სურთ, რომ რუსეთს ჩვენს პოლიტიკასა და ეკონომიკაზე, რაც შეიძლება, ნაკლები გავლენა ჰქონდეს. ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად, წახალისების შედეგად, პირდაპირი ხელშეწყობის შედეგად, გააქტიურებულია ის ჯგუფი, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად დამანგრეველ მომავალს, ანუ რუსეთის ჭაობში ჩაფლობას ქადაგებენ,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.

ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკის შეცვლასა და ევროპული კურსის კუთხით გააქტიურებას ურჩევს არასამთავრობო სექტორიც.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *