Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გამოკითხულთა 60%-ს გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს - NDI-ის ხელმძღვანელი, ლორა ტორნტონი

"გამოკითხულთა 60%-ს გადაწყვეტილი არა აქვს თავისი პოლიტიკური სიმპათიები და პოლიტიკურმა პარტიებმა სწორედ ამ ამომრჩეველზე უნდა იმუშაონ," - ასე შეაფასა აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა ტორნტონმა, კვლევის შედეგები, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გახადა საჯარო.

„რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას, ყველაზე მთავარი მიგნება იყო ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არა აქვს გადაწყვეტილი თავისი პოლიტიკური სიმპათიები. მოსახლეობის თითქმის 60% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემდა ხმას ხვალ რომ საპარალამენტო არჩევნები ტარდებოდეს. რაც შეეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკური აზრი, ეს ადამიანები თანაბრად არიან გადანაწილებული ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის 13-14%-ით.

"პარტიებმა მომავალი ერთი წლის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა შეეცადონ, რომ მომავალში თავის მხარეს გადაიბირონ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და ამას უნდა მიაღწიონ მხოლოდ ეკონომიკასა და დასაქმებაზე საუბრით, რადგან ეს არის საკითხი, რომელიც მოსახლეობას მართლაც ყველაზე მერტად ადარდებს,“ - აცხადებს ლორა ტორნტონი.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები  8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა და საქართველოს მასშტაბით 4 500 პირი გამოკითხა. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *