Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თბილისში სპეცოპერაციის შედეგად დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შსს-მ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. თბილისში ჩატარებული  ოპერაციისას კი 1995 წელს დაბადებული ლევან ყ. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "სამართალდამცველებმა თბილისში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, სამსახურებრივი შემოვლის დროს შეამჩნიეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში პოლიეთილენის პარკში შეფუთული იარაღი ეჭირა. პოლიციელების დანახვისას მამაკაცმა პარკი მიწაზე დააგდო და გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა იგი რამდენიმე მეტრში დააკავეს".

სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ პოლიეთილენის პარკის დათვალიერებისას გლუვლულიანი სანადირო თოფი, 2 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 166 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 422 საბრძოლო ვაზნა, ა-კა-ეს-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 3 მჭიდი, 1 გადაჭრილი თოფი ე.წ. "აბრეზი", კარაბინის ტიპის 1 შაშხანა, 2 სანადირო თოფი, 400 გრ ტროტილი, 784,4 გრ დენთი, ჯე1-ის ტიპის ხელყუმბარა და 2 ამფეთქი ფალია ამოიღეს.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *