თურქეთში სასტიკად მოკლულების ვინაობა ცნობილია
თურქეთში სასტიკად მოკლულების ვინაობა უკვე ცნობილია. ადგილობრივი პრესის ცნობით, დაღუპულები არიან: 56 წლის ემა შარიპოვა, მისი და - 46 წლის ელნაზი და ერთ-ერთის შვილიშვილი, 19 წლის საჰიპ შარიპოვი.
მედიის ინფორმაციით, მათი ცხედრები ბინაში იპოვეს. ემა შარიპოვას და საჰიპ შარიპოვს ყელი ჰქონდათ გამოჭრილი, ელნაზ შარიპოვა კი გაგუდული იყო.
ტრაგიკული შემთხვევა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ დუზჯეში მოხდა, რომელიც სტამბოლიდან დაახლოებით 228 კილომეტრში მდებარეობს.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოკლულები საქართველოს მოქალაქეები არიან. თუმცა, დღეს დილით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსთავი2-ს განუცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქე ერთ-ერთი ქალია, მეორეს კი უკვე თურქეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. ახალგაზრდა მამაკაცის მოქალაქეობის საკითხი კი დგინდება.