ქართველი დეპუტატები ვაშინგტონში – კანონმდებლები კონგრესმენებს შეხვდებიან
პარლამენტის დელეგაცია ამერიკელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების მიზნით, ვაშინგტონში გაემგზავრა. ვიზიტის მიზანია, საკანონდებლო ორგანოს საქმიანობის ფედერალურ დონეზე შესწავლა. დელეგაციის წევრები ამერიკელი კოლეგების საქმიანობას გაეცნობიან და შეხვედრებს გამართავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორის არის მოსამართლეთა დანიშვნის წესი და სასამართლოზე ზედამხედველობა, აშშ-ს მთავრობასა და კონგრესს შორის ურთიერთობების დინამიკა – როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა ფედერალურ და შტატების დონეზე, საკომიტეტო მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე და ფინანსებზე ზედამხედველობა. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან კონგრესმენებს.
ისინი შეერთებულ შტატებში, USAID-ის პროგრამების – „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრნენ.