რესტორნები 6 თებერვალს თვითნებურად იხსნება
,,გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები“ – ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი წერს.
,,სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი სამწუხაროდ, არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა. რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები.
აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი“- წერს ქოქიაშვილი.