საჭიროა გუნდის გაძლიერება და საჭიროა ვაჩვენოთ ამ ოპოზიციას, თუ რას ნიშნავს რეალური დემოკრატია
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა მმართველი გუნდის გაძლიერება და ოპოზიციისთვის იმის ჩვენება, თუ როგორია რეალური დემოკრატია.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების მეშვეობით დღეს ქვეყანას წარმომადგენლობითი პარლამენტი აქვს.
“საჭიროა გუნდის გაძლიერება და საჭიროა ვაჩვენოთ ამ ოპოზიციას, თუ რას ნიშნავს რეალური დემოკრატია.
სხვათა შორის, მაშინაც ოპოზიციამ ვერ აიღო პასუხისმგებლობა თავის თავზე, გადავიდა ბოიკოტის რეჟიმზე.
დღეს ყველა ხედავთ, რომ ჩვენს მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმებით გვაქვს წარმომადგენლობითი პარლამენტი, სადაც ოპოზიციურ პარტიებს აქვთ საშუალება საკუთარი ხედვები წარმოადგინონ, იკამათონ, შევიდნენ დებატებში. ჩვენ სწორედ ეს გვსურდა და მე სწორედ ამიტომ ვმონაწილეობდი ამ მოლაპარაკებებში,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.