სვიატოსლავ ვაკარჩუკი მიხეილ სააკაშვილს: ძვირფასო მიხეილ, შობის ამ დღეებში გისურვებთ ძალას ყველა განსაცდელის დასაძლევად და, რაც მთავარია …
ცნობილმა უკრაინელმა მუსიკოსმა, ჯგუფ „ოკეან ელზის“ ლიდერმა, სვიატოსლავ ვაკარჩუკმა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გამამხნევებელი წერილი გაუგზავნა.
„ძვირფასო მიხეილ,
შობის ამ დღეებში გისურვებთ ძალას ყველა განსაცდელის დასაძლევად და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას. პირველ რიგში, ფიზიკურ ძალას. ასევე სულიერს, რადგან როგორც ყველა განსაცდელი, რომელსაც ჩვენ ღირსეულად ვუმკლავდებით, გვიხსნის გზას სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისკენ.
მე არ ვამბობ „გამაგრდით“, რადგან თქვენ ამას ისედაც აკეთებთ. გისურვებთ, არ დაკარგოთ იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდებით საყვარელ ადამიანებთან.
ღმერთი გფარავდეთ!“, – აღნიშნულია სვიატოსლავ ვაკარჩუკის წერილში.