ზოდიაქოს ნიშნები, როგორც ბერძნული ღვთაებები
მითები და ლეგენდები დიდწილად გამოხატავს ერის ეთნოფსიქიკას, ღირებულებებს, ხასიათს, ჩვევებს. ბერძნულ მითებსა და ისტორიებს, რომლებიც მათი ღვთაებების თავგადასავლებით, ვნებათაღელვით, ქარტეხილებით სავსე ყოფის შესახებ მოგვითხრობდა, უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლური კულტურის განვითარებასა და ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებზე. ქანდაკება, ფერწერა, არქიტექტურა და მრავალი სხვა დარგი მათი შთაგონებით ვითარდებოდა. რენესანსის ეპოქაშიც სწორედ ანტიკური კულტურისა და მათი ღმერთების შთაგონებით იქმნებოდა მსოფლიო დონის უკვდავი შედევრები. სტატიაში ზოდიაქოს ნიშნებსა და შესაბამის ბერძნულ ღვთაებებს შემოგთავაზებთ.
- ვერძი – არესი (ომის მრისხანე ღმერთი)
- კურო – ჰესტია (ოჯახის ცეცხლის, კერიის ქალღმერთი)
- ტყუპები – ათენა (ომის და სამართლიანობის ქალღმერთი)
- კირჩხიბი – არტემიდა (ცხოველთა მეუფე და მფარველი)
- ლომი – ზევსი (ცის, ელვისა და ქუხილის ღმერთი)
- ქალწული – დემეტრა (ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველი ქალღმერთი)
- სასწორი – აფროდიტე (სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი)
- მორიელი – ჰადესი (ქსვესკნელის მბრძანებელი)
- მშვილდოსანი – დიონისე (მევენახეობის, მეურნეობის, მეღვინეობის მფარველი ღვთაება)
- თხის რქა – აპოლონი (სინათლისა და ხელოვნების ღმერთი)
- მერწყული – პრომეთე (ღმერთებთან მებრძოლი გმირი)
- თევზები – იშთარი (ნაყოფიერების, ვნების, ომის ქალღმერთი)
წყარო/ფოტო: Your Moon Phase