მეუფე ნიკოლოზი „ვივამედში“ არ შეუშვეს: პირველი შემთხვევაა ჩემს პრაქტიკაში, ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს უარი ავადმყოფის ზიარებაზე
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საზიარებლად კლინიკა „ვივამედში“ მივიდა, თუმცა არ შეუშვეს. მიზეზი მიხეილ სააკაშვილის კოვიდინფიცირებაა. სააკაშვილს PCR ტესტს გაუკეთებენ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მისი მონახულება.
„ასეთი რაღაც მითხრეს, რომ კიდევ უნდა აუღონ ტესტი, PCR, დაუდასტურდება თუ არა, იმის მიხედვით. მე მართალი გითხრათ, არ ვიცი, ეს რას ნიშნავს, იმიტომ რომ ავად რომ არის ადამიანი, მაშინ უნდა ზიარებაც და გამოჯანმრთელებაც. მე, მით უმეტეს, მზად ვიყავი, შევსულიყავი. საზიარებლად ვიყავი მოსული და პირველი შემთხვევაა ჩემს პრაქტიკაში, 30 წელზე მეტია ამას ვაკეთებ და ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს უარი ავადმყოფის ზიარებაზე. ადამიანს აქვს უფლება იცოცხლოს და თუ აქ, ამ ქვეყანაში არ ხერხდება, მისი მკურნალობა უცხოეთში უნდა გაგრძელდეს, ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა