ავარია ბათუმში – ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა
ბათუმში აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.
სავარაუდო დაშავებულის ან გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
საინფორმაციო სააგენტო pia.ge მომხდარის შესახებ დეტალებს შს სამინისტროში აზუსტებს.