Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თინა ხიდაშელი: გახარია არ ყოფილა ფორმალური პრემიერი, მას პარტიაზე საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა და სამწუხაროდ, სწორედ მისი დამსახურებაა იმ კაცის შემობრუნება ქართულ პოლიტიკაში, რომელიც კატასტროფისკენ მიგვაქანებს

გახარია არ ყოფილა ფორმალური პრემიერი, მას პარტიაზე საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა და სამწუხაროდ, სწორედ მისი დამსახურებაა იმ კაცის შემობრუნება ქართულ პოლიტიკაში, რომელიც სწორედ იმ კატასტროფისკენ მიგვაქანებს, რასაც ევროპისგან დისტანცირება და რუსულ სამყაროსთან ჩახუტება ჰქვია, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, გიორგი გახარიას განცხადება შეაფასა.

როგორც თინა ხიდაშელი აღნიშნავს, გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადება და მისი ასეთი პოზიციონირება მისასალმებელია.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს აპირებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

„ბიძინა ივანიშვილის მის დაწინაურებას ცდილობდა. მაშინ მან ამ შედეგს ვერ მიაღწია. როდესაც გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, იყო მცდელობა, რომ გიორგი გახარია საგარეო საქმეთა მინისტრი გამხდარიყო, მაგრამ საბედნიეროდ, ეს მაშინ არ მოხდა. ამიტომ მე არ მახსოვს, რომ ის ვინმეს დასავლური ღირებულებების ერთგულებაში არწმუნებდა. იმ მომენტში არ იყო ის ვითარება, როდესაც ან ვინმეს ასეთი ტიპის დარწმუნება დასჭირდებოდა, განსაკუთრებით გახარიასგან, ან მას რაიმე ისეთი პოლიტიკური წონა ჰქონდა, რომ ეს შესაძლებელი გამხდარიყო. როგორც ჩანს, ის შემდეგ პერიოდზე საუბრობს, როდესაც დიახ, ის გახდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, ის იყო გუნდის ლიდერი. მართლა იყო გუნდის ლიდერი. გახარია არ ყოფილა ფორმალური პრემიერი, როგორც დღევანდელი პრემიერი გვყავს ასეთი მარიონეტი. ის იყო თავისთავად პოლიტიკური ფიგურა და მას საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა პარტიაზე. სამწუხაროდ, სწორედ მისი დამსახურებაა იმ კაცის შემობრუნება ქართულ პოლიტიკაში, რომელიც სწორედ იმ ნაბიჯებს დგამს და იმ კატასტროფისკენ მიგვაქანებს, რასაც ევროპისგან დისტანცირება და რუსულ სამყაროსთან ჩახუტება ჰქვია,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, გიორგი გახარია ძალიან პრაგმატული და რაციონალური ადამიანია და კარგად ხედავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი ევროპაა.

ამასთან, მისივე თქმით, გახარიას პარტიას ვერ ხედავს, როგორც „მესამე ძალას“ და აღნიშნავს, რომ ამ ქვეყნის ხსნა კოალიციურ მმართველობაშია.

რაც შეეხება „ქართული ოცნებისა“ და დასავლეთის ურთიერთობებს – როგორც ხიდაშელი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლება გაჯიუტებული ბავშვის პოზაში დგას.

„ჩვენი ხელისუფლება გაჯინიანებული ბავშვის პოზაში დგას, როდესაც მეგობრებისგან ნებისმიერ რჩევას, რეკომენდაციას, საყვედურს მტრობად იღებს და სინამდვილეში მტრებისგან გაკეთებულ განცხადებებზე საერთოდ არ რეაგირებს,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მხოლოდ მოსკოვს უსმენს და ისტორიული მომენტი, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოიპოვოს, სწორედ „ქართული ოცნების“ გაჯიუტებას ეწირება.

„საქართველოს ხელისუფლებას არ აინტერესებს არაფერი, რასაც დასავლეთში მასზე ამბობენ, რასაც მის გასაგონად ამბობენ. ისინი მხოლოდ მოსკოვს უსმენენ, აგერ ვნახეთ, რომ არ რეაგირებენ და საერთოდ არ აღელვებთ სინამდვილეში, რომ საკუთარ შეცდომაში გაჯიუტებას ეწირება ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მომენტის ისტორიული ამოცანა,“ – განაცხადა ხიდაშელმა.

მან ასევე ოპოზიციის როლზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ საზოგადოებისთვის კონკრეტული გეგმების შეთავაზება მოეთხოვებათ.

„მათ საზოგადოებას უნდა შესთავაზონ პირობითად, სამნაწილიანი გეგმა. პირველი – უნდა აჩვენონ საზოგადოებას და უნდა დაარწმუნონ მოსახლეობა რომ უნარი აქვთ, ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთმანეთს ელაპარაკონ. მეორე – ის, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება დღევანდელი დღის პრობლემის მოგვარებაზე – ანუ, როგორ აპირებენ ამ „რუსკი მირის“ გარემოდან ქვეყნის გამოყვანას და ქვეყნის რუსული ორბიტიდან ჩამოშორებას. მესამე -მოსახლეობას უნდა აჩვენონ, რომ პირველი და მეორე იმისთვის ხდება, რომ ის პრობლემები მოუგვარონ მოსახლეობას, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვთ”, – აღნიშნა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტიდან გადადგომიდან ორ წელი შეაფასა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების” ძალაუფლების გაძლიერებას მანაც შეუწყო ხელი. მისი თქმით, ეს არის მისი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე და რაც არ უნდა მოხდეს, ამ ვალს დააბრუნებს. ამასთან, როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეს არ არის თავის მართლების დრო, არამედ მოქმედების დროა.

„ივანიშვილის და „ოცნების” ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე – რაც არ უნდა მოხდეს, დამაბრალონ, სულ მარტო რომ დავრჩე, ამ ვალს დავაბრუნებ! რაც არ უნდა მოხდეს, დამაბრალონ, სულ მარტო რომ დავრჩე, ამ ვალს დავაბრუნებ!,“ – განაცხადა გახარიამ.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Торговый центр Central Phuket отмечает день рождения: центру роскошного шопинга исполняется 6 лет

Приобрести квартиру в Москве по семейной ипотеке хотел бы каждый пятый россиянин

Детские травматологи Подмосковья спасли ребенку ногу с перерезанным сухожилием

Специалист заявил, что «макушка» лета будет идеальной для отпуска в средней полосе РФ

Музыкальные новости

Всероссийский фестиваль под художественным руководством Надежды Бабкиной пройдет в Псковской области

Пер-во г.Люберцы-на призы БФ Люберецкий Квартал 24-30.06.2024

Умер первый тренер Владислава Третьяка Виталий Ерфилов

Минское «Динамо» обыграло «Неман» в центральном матче 13-го тура чемпионата Беларуси

Новости России

Ремонт квартир скоро оставит петербуржцев без штанов

Два пассажира пропали после аварии с поездом Воркута — Новороссийск

С 1 июня повышают пособия на детей: названы новые суммы

Путин: геополитические риски и угрозы требуют от России укрепления ВС и ВМФ

Экология в России и мире

На Мальдивы – со скидкой

Дарсонваль: что это, в чём польза, против угрей, выпадения волос и себореи

Главный врач клиники "Мегастом", стоматолог Владимир Лосев: в каком возрасте оптимально устанавливать брекеты

Самой популярной солнцезащитной оптикой в Махачкале стали очки бренда Polaroid

Спорт в России и мире

Зарина Дияс сотворила громкую сенсацию на Уимблдоне-2024

Путинцева в Бирмингеме завоевала третий титул WTA в карьере

«Недальновидное решение». На «Беларусь 1» раскритиковали отказ Арины Соболенко от Олимпиады

Дарья Касаткина с уверенной победы стартовала на травяном турнире в Истбурне

Moscow.media

Песочный вечер...

Как повысить эффективность бизнеса: 8 причин сотрудничать с крупным грузоперевозчиком

Не мигранты, а соотечественники. Чудовищные данные МВД

Классика Санкт-Петербурга







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *