ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი უკრაინაში მიიწვია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინაში მიიწვია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ განაცხადა.
მისი თქმით, 9 თებერვალს, ბრიუსელში მოგზაურობისას, ზელენსკი ორბანს რამდენიმე სხვა ევროპელ ლიდერთან ერთად შეხვდა.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრი იყო პირველი, ვინც უკრაინის პრეზიდენტს მიუახლოვდა და ხელი ჩამოართვა“, – განაცხადა ჟოვკვამ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ მოკლე შეხვედრის დროს ზელენსკიმ ორბანთან უკრაინის ევროინტეგრაციის საკითხები განიხილა.
„შეხვედრისას უკრაინის ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს. უკრაინის პრეზიდენტმა ორბანი კიევში მიიწვია, რათა დასხდნენ მაგიდასთან და ისაუბრონ ყველა ასპექტზე“, – აღნიშნა ჟოვკვამ.