ანა ნაცვლიშვილი: ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს, ევროსაბჭომ რუსულ ოცნებას მოწერა
“ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს, ევროსაბჭომ რუსულ ოცნებას მოწერა – ვენეციის კომისიაზე ამოფარებას თავი დაანებეთ და თქვენს მოქალაქეებს უსმინეთო!!!” – წერს ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.
“ვენეციის კომისიის დასკვნის შემთხვევაშიც კი, ჩვენთვის გაუგებარია, რამდენად იქნება ეს საკმარისი ქართულ საზოგადოებაში გაჩენილი იმ ღრმა განხეთქილებისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის მიყენებული ზიანის გასაქარწყლებლად, რაც ამ კანონპროექტმა გამოიწვია.
შესაბამისად, პარლამენტისადმი ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, განიხილოს კანონპროექტის დღის წესრიგიდან სრულად ამოღება“- საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების თაობაზე.
![➡](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t9e/1/16/27a1.png)
![➡](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t9e/1/16/27a1.png)
![](https://news.ge/wp-content/uploads/2023/03/334934249_1554761198347237_5434185233027846968_n.jpg)