ვიტალი კლიჩკო: კიევზე განმეორებითი შეტევა რუსეთის ყველაზე დიდი შეცდომა იქნება
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო დარწმუნებულია, რომ უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მორიგი თავდასხმა არ მოხდება.
მისი თქმით, ქალაქი თავდაცვისთვის ბევრად უკეთ არის მომზადებული, ვიდრე გასულ წელს.
„რუსები კიევს აღარ შეუტევენ. თუ ეს მოხდება, ეს იქნება რუსების ყველაზე დიდი შეცდომა, რადგან ისინი მიიღებენ სერიოზულ და ძალიან მტკივნეულ პასუხს. ახლა ჩვენ ბევრად უფრო მომზადებულები ვართ, ვიდრე შარშან. ვისაც კიევში წასვლა სურს, უნდა გაიგონ, რომ ეს მათთვის ძალიან მტკივნეული იქნება. ყოველდღე, ყოველი მასიური დაბომბვის შემდეგ ვამტკიცებთ, რომ კიევი დაუმარცხებელი ქალაქია“, – განაცხადა კლიჩკომ.