ნინო ნადირაძე: ისეთი დილემის წინაშე დავდექით მთელი კოლექტივი, რომ ასეთ მოცემულობასთან საქმე არასდროს გვქონია
კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორის ნინო ნადირაძის განცხადებით, არ სრულდება ის დანიშნულება, რაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას სჭირდება. ამის შესახებ ნადირაძემ იმედი LIVE-ის ეთერში, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
„როდესაც პაციენტთან პატარა გაუმჯობესება გვაქვს ყველას გვიხარია, ჩვენც და პაციენტსაც. თითოეული შენარჩუნებული გრამიც რომ იყოს ნამატი, ამის თქმაც გვეშინია, რადგან ეს აღიქმება საშინლად მძიმედ და აღარ ვიცით რა გაგვიხარდეს, კარგად ყოფნა თუ ცუდად ყოფნა. ისეთი დილემის წინაშე დავდექით მთელი კოლექტივი, რომ ასეთ მოცემულობასთან საქმე არასდროს გვქონია. ყოველი დღე არის ჩვენი დაუსრულებელი ომი და ბრძოლა, რომ სიკვდილთან თამაში გადავაფიქრებინოთ“, – აცხადებს ნადირაძე.