Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გოგი ალექსი-მესხიშვილი: იცით, ამ მთავრობას რა მოუვიდა? ეს თაობა, ეს ახალგაზრდობა გამოტოვეს!

“ჩემი მიზანი არ არის თეატრის მხატვრის გაზრდა… ამ ახალგაზრდებმა უნდა მიიღონ ძალიან მაღალი პროფესიონალური განათლება და მერე უკვე ისწავლონ თავისუფალი აზროვნება, რომელიც, სამწუხაროდ, თითქმის არ არსებობს. ქვეყანა შებოჭილია, თითქოს ერთ დიდ ჩარჩოში ზის. კაცი რომ განათლებულია და თავისი საქმე მაგრად იცის, არაფრის არ ეშინია” – გოგი ალექსი-მესხიშვილი.

როდესაც მასთან საუბარს იწყებ, გიჩნდება განცდა, რომ გარშემო ყველანაირი ხმაური წყდება და გადადიხარ მის სამყაროში – ატმოსფეროში, რომელიც უზადოდ გემოვნებიანი და დახვეწილია, როგორც თავად ბატონი გოგი. 50 წელია რუსთაველის თეატრში მუშაობს, ასევე დიდხანს იმუშავა ოპერის თეატრში. გაფორმებული აქვს არაერთი ცნობილი სპექტაკლი. ბატონ გოგი ალექსი-მესხიშვილს ოპერაში ვესტუმრეთ, სადაც “დაისის” მეასე წლისთავისთვის ემზადდება.

თანამედროვე ტენდენციები

– მე იმდენი ვიმუშავე და იმდენი რამ მაქვს ნანახი თუ მთელ მსოფლიოში გაკეთებული, ჩემი აღმავლობის წერტილმა­ გაიარა.­ ვინც ახლა 50 წლის არის, მათგან­ არაფერს ველი, რადგან ჩვენმა თაობამ 30 წლის ასაკში უკვე ყველაფერი­ გააკეთა.­ ჩვენ ასეთი წერტილი 70-იან წლებში­ გვქონდა, ეს იყო ჩვენი რუსთაველის თეატრი­ – სტურუა, მარჯანიშვილის თეატრი – თემურ ჩხეიძე. ახლა ახალი­ არაფ­ერია ჩვენს თეატრში. რაც მთავარია, თეატრებს არა აქვთ აბსოლუტური თავისუფლება. ჩვენთან ერთგვარი ცენზურა შემოვიდა და შუა თაობამ ვერაფერი გააკეთა, ვერც გააკეთებენ. იმედი მაქვს ახალგაზრდა თაობის, რომელმაც უნდა შექმნას ესთეტიკურად და მხატვრულად ღირებული ნაწარმოებები.

დღეს თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები ხმას მაინცდამაინც არ იღებენ, რადგან­ შეიძლება თეატრიდან გაუშვან. ამას ემატება ისიც, რომ ახლა ბევრ რამეს აღარ ასწავლიან. ჩემთან მოდიან სტუდენტები და წარმოდგენა არა აქვთ, რის სასწავლებლად მოვიდნენ. ამიტომაც ვურჩევ ახალგაზრდებს მიიღონ ფართო განათლება ხელოვნების დარგში, კლასიკურით დაწყებული, თანამედროვეთი დამთავრებული. მაგალითად, სკორსეზე ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორია, რომლის განათლების მთელი სისტემა დაფუძნებულია კარავაჯოს მხატვრობაზე, მის შუქჩრდილებზე. არჩეულ პროფესიაში თუ ელემენტარული რამ არ იცი, როგორ მიიღებ განათლებას ან რა იდეა დაგებადება? რაც უფრო ფართოდ განათლებული ხარ, იდეაც უფრო მეტი დაგებადება, უფრო თავისუფლად იაზროვნებ.

სკოლა-აკადემია

– 20 წელიწადი ვასწავლიდი ამერიკის­ პრესტიჟულ უნივერსიტეტში. ახლა ჩემი სკოლა მაქვს, სადაც ვამზადებ თეატრის დიზაინერებს, მხატვრებს. არც ერთხელ არავინ დაინტერესებულა, რას ვაკეთებთ, როგორ ვასწავლი. 4 წლის წინ მოვიგეთ პროექტი “ადრენალინი”, რომელიც ლტოლვილებზეა, და რეაქცია არავის ჰქონია. ჩვენს პროვინციებში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, მაგრამ რაიონებიდან ვერ ვიღებ სტუდენტებს, სწავლა კი უფასოა, მაგრამ ბინა ხომ უნდა იქირაონ, თავი რით ირჩინონ?

ახალი თაობა

– ჩემი თაობის ხალხი ახლა ნაკლებად მაინტერესებს. ვფიქრობ, ქვეყნის მომავალი 20, 25, 28 წლის ახალგაზრდები არიან, ისინი თუ გადაარჩენენ ამ ქვეყანას. მათ არ უცხოვრიათ საბჭოთა კავშირში და სხვანაირად აზროვნებენ, თავისუფლად მოქმედებენ. მათ ვერ გააჩერებ მხუთავი გაზით, ტყვიებით, წყლის ჭავლით… ადამიანი თავი­სუფალი უნდა იყოს.

– რას ფიქრობთ მარტის მოვლენებზე?

– ეს ემოციური მომენტიც არის და პოლიტიკურიც. ამ ახალგაზრდებმა დაანახეს მსოფლიოს, რომ არ უნდათ რუსეთი და რუსული კანონი. არაფერი ამერიკული ამ კანონში არ არის. ვის ატყუებენ?­ იმ ახალგაზრდებთან ერთად იქ მეც ვიდექი. იცით, ამ მთავრობას რა მოუვიდა? ეს თაობა, ეს ახალგაზრდობა გამოტოვეს! საშუალო თაობა, რომლის უმეტესობა საჯარო სამსახურებშია დასაქმებული, ხმას ვერ იღებს, ეშინია ლუკმაპურის გარეშე არ დარჩეს, ახალგაზრდებს კი არაფრის ეშინიათ. და ყველაზე მთავარი – მათ საბჭოთა კავშირში არ უცხოვრიათ და არ იციან, რა არის შიში. ამ მთავრობამ, ძველთბილისურად რომ გითხრათ, ეს თაობა “გამაზა” და ახლა არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს. ის 21 წლის მუსიკოსი ბიჭი რომ დაიჭირეს, გგონიათ ამით შეაშინებენ? თავიანთი მოკლე ჭკუით ფიქრობენ, სამაგალითოდ უნდა დავსაჯოთ, რომ სხვებს შეეშინდეთო. საქმეც ეგ არის, რაც არ უნდა გაუკეთონ, ვერ შეაშინებენ.

მე ვირჩევ ევროპას

– მე ვირჩევ ევროპას, იმიტომ, რომ ის ჩემი ქვეყნის მომავალია; მე მინდა ევროპაში იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანა იყოს ბედნიერი, მოწინავე და დაცული; მე მინდა ევროპაში იმიტომ, რომ ჩემს ქვეყანას ჰყავდეს მთავრობა, რომელიც იზრუნებს ხალ­ხზე და პასუხს აგებს მის წინაშე; მე მინდა ევროპაში იმიტომ, რომ აღარ მყავდეს დიქტატორები და ბელადები; მე მინდა ევროპაში იმიტომ, რომ ჩვენს ახალგაზრდობას ბედნიერი და წარმატებული მომავალი ჰქონდეს; მე მინდა ევროპაში იმიტომ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი ისევ საქართველოს განუყოფელი ნაწილი გახდეს; მე მინდა ევროპაში იმიტომ, რომ ბოლო 30-მა წელმა, და უფრო ადრეც, ისტორიამ დაამტკიცა, რომ ჩვენი ერთადერთი გზაა ვიყოთ ევროპის განუყო­ფელი ნაწილი. და ბოლოს, მე ვირჩევ ევროპას იმიტომ, რომ საქართველო გახდეს ქვეყანა, სადაც ყველასთვის იქნება სასურველი ცხოვრება.

წყარო

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Путин пригласил президента Вьетнама на празднование 80-летия Победы

Спасатель Штыб: во время смерча нужно выйти из машины и укрыться в здании

Санкции никак не повлияли на работу филиала Сбербанка в Индии

Число погибших во время хаджа в Саудовской Аравии россиян возросло до пяти человек

Музыкальные новости

В аэропорту Пулково задержали девять рейсов и отменили еще два

Владимир Путин, Дмитрий Медведев, Анатолий Голод: ПРИЗНАНИЕ НАТО НАДО ПРИМЕНЯТЬ!

В Лужниках состоялась церемония открытия Всероссийской Спартакиады Специальной Олимпиады

Филипп Киркоров, Shaman, Сергей Жуков, Катя IOWA показали награды и наряды в студии "Авторадио"

Новости России

На российском ТВ покажут последний сериал с Анастасией Заворотнюк

Предупреждения о смерчах и закрытие парков: как Москва готовится к непогоде

Число погибших во время хаджа в Саудовской Аравии россиян достигло пяти человек

Экс-ведущую «Вестей» Курбангалееву* объявили в розыск в России

Экология в России и мире

Лучшие «цитаты» Джейсона Стэтхема в брутальном блокбастере «Юмор FM»

Три спектакля о любви, которые можно посмотреть этим летом

Строитель БАМа, работник филиала «Московский» компании «ЛокоТех-Сервис» награжден Почетным знаком за безупречный труд

СЛД «Красноярск» компании «ЛокоТех-Сервис» получило право ремонтировать грузовой электровоз «Ермак» в объеме ТР-2

Спорт в России и мире

Россиянка Людмила Самсонова выиграла турнир WTA в Хертогенбосе

Скачков и Тайлакова выиграли соревнования по настольному теннису на Играх БРИКС

Овечкин, Яковлев, Фридзон и Мыскина сыграли в падел-теннис в Турции: «Победила дружба»

Теннисистка Самсонова вышла в финал турнира в Хертогенбосхе

Moscow.media

В Екатеринбурге начался второй этап опрессовок

Краски севера VI

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Отделение СФР по Москве и Московской области выплатило единовременное пособие при передаче ребенка на воспитание в семью 474 семьям региона

Как Россия уступила Азербайджану значительные территории Дагестана и два села







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *