ქათმის ბარკლები ალუბლის სოუსით
ინგრედიენტები
- მარილი
- სახამებელი – 1.00 ჩკ
- ცხარე წიწაკა, მწვანე – 1.00 ც
- ნიორი – 3.00 კბილი
- ქინძი – 1.00 კონა
- ალუბალი – 500.00 გ (კურკაგამოცლილი)
- ზეითუნის ზეთი – 1.00 სკ
- ქათმის ბარკალი – 8.00 ც
-
მომზადების წესი
ალუბალი ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ძალიან ცოტა წყალი და წამოვადუღოთ, შემდეგ ბლენდერით ავთქვიფოთ, ჩავაბრუნოთ ქვაბში, შევურიოთ ცოტაოდენ ცივ წყალში გახსნილი სახამებელი და მარილი. სოუსს დავუმატოთ დანაყილი ნიორი, დაჭრილი ქინძი და შევაგრილოთ.
პარალელურად ქათმის ბარკლებს წავუსვათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ ღუმელში ან ტაფაზე. ქათმის ბარკლები სუფრაზე ალუბლის საწებელთან ერთად მივიტანოთ.